საზეიმო ღონისძიებები სტრასბურგში

საზეიმო ღონისძიებები სტრასბურგში დილიდან მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, დემოკრატიის გაძლიერება, – ეს საქართველოს მიერ არჩეული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლებსაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამ სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას რამდენიმე ღონისძიების ორგანიზებაც ევალება. გაზაფხულზე საქართველოში გაიმართება ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალიც. წინასწარ განსაზღვრულ თემატიკასთან ერთად ორგანიზაციის დღის წესრიგში რჩება საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაციის თემა.

რა პასუხისმგებლობას აკისრებს და რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს ქვეყანას დღეს მიღებული სტატუსი, – თამუნა წიკლაური მუშაობდა თემაზე.