საზეიმო ღონისძიება საპატრიარქოში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარედ მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი.