19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის ძალები, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაარსების დღეს აღნიშნავს. ბრიგადის 33 წლის საიუბილეო ღონისძიებას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების დაფასება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, შესაბამისად, 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის კვლავ 10 პროცენტით გაზრდა. გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. მათ უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე,“ „გენერალი მაზნიაშვილი,“ „გიორგი ანწუხელიძე,“ ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ბავშვების საახალწლო განწყობაზე მომღერლებმა, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ბავშვებს თოვლის ბაბუასთან შეხვედრისა და მისგან საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.