საზეიმო დახვედრა

2025 წლის ევროპის პრიზიორებს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში – ვლადიმერ გამყრელიძეს და მირიან მაისურაძეს გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქებში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროპის სამგზის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ კენჭაძე, ევროპის 2025 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, მირიან მაისურაძე და ევროპის ჩემპიონი, გიორგი მეშვილდიშვილი ესწრებოდნენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს მუნიციპალიტეტებისაგან მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.