საზაფხულო სკოლა

18:33, 02.08.2025
„მემკვიდრეობა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საზაფხულო სკოლას უმასპინძლა. შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა, საქართველოს კულტურის მინისტრი, მოადგილესთან ერთად დაესწრო.
საზაფხულო სკოლა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სკოლაში მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა ლექცია-სემინარები, მოეწყო გასვლითი ღონისძიებები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, გელათის აკადემიასა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში.

მსგავსი