საზაფხულო სეზონი კურორტ გოდერძიზე

18:25, 22.08.2026

კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მზესთან უფრო ახლოს – აჭარული გემოები“ გაიმართა. მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, ალპურ ზონაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. ქართველმა შეფ მზარეულებმა აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძების კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობებში. ღონისძიების მიზანი გოდერძის, როგორც ზაფხულის ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციაა. კურორტზე საბაგირო ინფრასტრუქტურა 21 ივლისიდან ფუნქციონირებს და დამსვენებლებს ალპურ ზონაში ასვლისა და გოდერძის მრავალფეროვანი ლანდშაფტების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოს, Visa Georgia-სა და „ამბასადორი – გოდერძის“ ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი