საზაფხულო ბანაკი

საზოგადოებრივი კოლეჯის, „აისის“ ბაზაზე, საზაფხულო ბანაკში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები ისვენებენ და პროფესიულ მიმართულებებს ეუფლებიან. პროგრამა კინოგადაღებებს, სცენარის სპეციფიკის გაცნობას, მონტაჟის სწავლებასა და ფოტოხელოვნების ვორქშოპებს ითვალისწინებს. მოსწავლეები ასევე ჩართულნი არიან ინტელექტუალურ, სპორტულ აქტივობებსა და გუნდურ თამაშებში. ზაფხულის განმავლობაში, ბანაკი მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების 400 მოსწავლეს უმასპინძლებს.