საზაფხულო ბანაკი წყნეთში

სხვადასხვა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგების მქონე 750 მოსწავლეს საზაფხულო ბანაკი წყნეთში მასპინძლობს.

სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლებში დღის პირველი ნახევარი აკადემიური ნაწილით არის დატვირთული, მეორე ნახევარში კი მოსწავლეებს აქვთ განტვირთვის საშუალება მრავალფეროვანი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, ექსკურსიებითა და გასვლითი ღონისძიებებით.

სამეცნიერო პროგრამა ძირითადად მათემატიკისა და ინფორმატიკის თემატიკას უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას სამეცნიერო სფეროდან.