საზაფხულო ბანაკი იყალთოში

კახეთში, იყალთოში „ევროპული სკოლის“ საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.

ბანაკში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 14-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა წარმომადგენელი მონაწილეობს. მიზანია ევროპული სამოქალაქო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მულტიკულტურული მიდგომის წახალისება და ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობის მხარდაჭერა. ექვსი საგანმანათლებლო მოდული სპეციალურად პროექტის მონაწილეთა ასაკზეა მორგებული და არაფორმალურ საგანმანათლებლო მეთოდოლოგიას ეფუძნება. ისინი სწავლების რვა კომპეტენციის განვითარებაზეა ორიენტირებული. ბანაკის ფარგლებში ეცნობიან ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპებს, სწავლობენ საჯარო გამოსვლას. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეც დაესწრო.