საზაფხულო ბანაკი

18:17, 24.08.2026

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკო ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. ყვარლის ბანაკში საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებსა და მის უპირატესობებზე დისკუსია გაიმართა. აქცენტი გაკეთდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360˚“. გამოცემა მკითხველს საარჩევნო თემებზე სხვადასხვა ინფორმაციას სთავაზობს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო.

მსგავსი