საზაფხულო ბანაკი
საქპატენტში საზაფხულო ბანაკის – „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა. აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მრეწველობის ახალი დარგებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
5-დღიანი საზაფხულო ბანაკი 10-14 ივლისს ბაკურიანში გაიმართა. პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. მიზანია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. ბანაკში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 15-18 წლის ასაკის 29 მოზარდი მონაწილეობდა.