საზაფხულო ბაღები თბილისში - რეგისტრაციის პროცედურები

საზაფხულო ბაღების პროგრამა გრძელდება. ივლისში დედაქალაქის მასშტაბით სკოლამდელი დაწესებულებები წელსაც იმუშავებს. აღსაზრდელების ჩასარიცხად რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყო და 22 ივნისამდე გაგრძელდება. წლიდან წლამდე მიმართვიანობა მზარდია, რასაც სარეგისტრაციო პროცედურაც ადასტურებს – დილიდან მშობლების განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება. პირველივე დღეს 12 000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა. მუნიციპალური პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 4,5 მილიონზე მეტი თანხაა გამოყოფილი და მასში 60-მდე ბაღია ჩართული. სააღმზრდელო პროგრამა ძირითადად შემეცნებით და გასართობ აქტიობებზეა ორიენტირებული.