საყვარელიძის განცხადება – შეფასებები

18:22, 01.07.2026

„ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით – პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტის“, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად უკრაინაში მყოფმა დავით საყვარელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს ლოგისტიკის გადალაგებას, ვინაიდან ირანთან მომავალში დაპირისპირება გარდაუვალია. საყვარელიძის თქმით, საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად, უნდა გახდეს ამერიკის ლოგისტიკური ცენტრი. დავით საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველოს სიდიდის მსგავსი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, მისი შენაერთების განლაგება, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე.

ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილის განცხადება შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი