საყოველთაო-სახალხო შეკრება პარლამენტთან

პარტია „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.

პარლამენტის შენობასთან დღეს მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება. შეკრებას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.