საყოველთაო ნათლობა შუახევის რაიონში
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სხალთის ეპარქიაში, შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს პირველად საყოველთაო ნათლობა ჩაატარა. მოინათლა 1 200-ზე მეტი ადამიანი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საყოველთაო ნათლობა არა სამების საკათედრო ტაძარში, არამედ რეგიონში ჩატარდა და საპატრიარქოს განმარტებით, არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება სამების საპატრიარქო ტაძარში.
ნათლობის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ნათლულები დალოცა.
შუახევის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიარქის ნათლულებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს.