საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში

18:24, 15.11.2026

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მესამე და მომდევნო შვილის 75-ე საყოველთაო ნათლობა იმართება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ახალშობილებს პირადად ნათლავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი გადაეცემათ. მანამდე პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პირველად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.

მსგავსი