ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის მორიგი, 73-ე ეტაპი მიმდინარეობს. ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლავს. ტრადიცია, რომელიც ილია მეორემ დაამკვიდრა, ახლა შიო მესამის ხელმძღვანელობით გრძელდება. 20:00 საათზე კი პატრიარქი ნათლულებს დალოცავს.
ცარო კირვალიძის ჩართვა სამებიდან #მოამბე