საყოველთაო ნათლობა

22:01, 24.11.2025

გიორგობის დღესასწაულზე  სამების საკათედრო ტაძარში 72-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა და 700 ბავშვი მოინათლა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მან მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

საყოვლთაო ნათლობა პატრიარქის ინიციატივით 2008 წლის 19 იანვრიდან იმართება. ამ დროისთვის უწმინდესი უკვე  50 ათასი ბავშვის ნათლიაა.

მსგავსი