საყოველთაო ნათლობა
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ ათასამდე ბავშვი გახდა. ნათლობის შემდეგ, პატრიარქმა ნათლულები დალოცა. საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორეს უკვე დაახლოებით 49 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.