სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 70-ე ეტაპიც გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. ნათლობა გიორგობას ჩატარდა. ნათლულები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს ჩატარდა და პატრიარქს უკვე 48 ათასზე მეტი ბავშვი ჰყავს მონათლული. უწმინდესი ყოველი ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო ბავშვს ნათლავს. ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.