საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა

ექიმების მწვავე პროტესტის შემდეგ ჯანდაცვის სადავო რეფორმაში ცვლილება შედის.

დაკორექტირდება ის ტარიფი, რომელიც დეფიბრილატორის გამოყენებას ეხება. თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები 520-ე დადგენილების სხვა პუნქტების გადახედვასაც ითხოვენ. მათი აზრით, სხვადასხვა სამედიცინო სერვისის ტარიფები საავადმყოფოებთან კონსულტაციების შედეგად უნდა განისაზღვროს. რეფორმა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს, უკვე ერთი თვეა, დავის საგანია. პირველ ეტაპზე ახალი რეგულაციები კარდიოლოგის და რეანიმაციის მიმართულებით ამოქმედდა, რასაც საავადმყოფოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.