საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ახალი კვლევები დაემატა
ცვლილებები პირველადი ჯანდაცვის სფეროში. პოლიკლინიკების დაფინანსების წესი იცვლება. სამედიცინო დაწესებულებებისთვის თანხების გაცემა საქმიანობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მანამდე, პოლიკლინიკები ფიქსირებულ დაფინანსებას იღებდნენ. ახალი სქემის დანერგვა წლების განმავლობაში ჯანდაცვის ექსპერტების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია და მოთხოვნა იყო. დაფინანსების ახალი მოდელი ჯერ საპილოტე რეჟიმშია – მოლოდინია, რომ რეფორმა პოლიკლინიკების თანამშრომლების მოტივაციის ზრდას და გეგმურ კვლევებში მეტი პაციენტის ჩართვას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების პრევენციას მოახდენს.