საყოველთაო გაფიცვა ესპანეთში

12:25, 12.11.2026

ესპანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში, პირველი საყოველთაო გაფიცვა გაიმართა, რომელშიც ოთხი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. მათ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კრიზისი გააპროტესტეს. გაფიცვის გამო, პორტებსა და საავტომობილო სექტორში მუშაობა 90%-ით შეფერხდა, გაჩერდა „ფოლკსვაგენისა“ და „სეატის“ ქარხნები, დაიკეტა მაღაზიები მადრიდსა და ბარსელონაში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კი 15.5%-ით შემცირდა. გაფიცვის დროს დემონსტრანტებმა ქუჩებში ბარიკადები დაწვეს, მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და სამართალდამცველებს პიროტექნიკა დაუშინეს, რასაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით უპასუხა. პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა, დაშავდა 20 დემონსტრანტი. პროტესტს წინ უძღოდა მადრიდში 87 წლის ქალის გამოსახლება და გარდაცვალება, რის შემდეგაც პრემიერმა სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

მსგავსი