საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საპილოტე პროგრამა

როგორ მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრალური უბნიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საპილოტე პროგრამა.

ვაკის რაიონის 32 ქუჩიდან ნარჩენები მხოლოდ საღამოს 8 საათის შემდეგ გააქვთ.

პროექტის შეფერხებაზე დედაქალაქის მერიაში საუბრობენ. თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, რომ ძირითადი დაბრკოლება მოქალაქეების დამოკიდებულებაა. ადგილობრივები არ ითვალისწინებენ თხოვნას, რომ ნარჩენები მხოლოდ ღამის საათებში გადაყარონ.