საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძარი სრულად ლოკალიზებულია სოფელ საყავრესთან,- ასეთია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაცია.

მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ვითარებას აკონტროლებდნენ. ცეცხლის ღია კერები აღარ რჩება, თუმცა ხელოვნურ ტყეში ტორფი იწვის და ჯერ ისევ კვამლია. ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება დღეს აღარ არის. ადგილზე რჩება 200-დე მეხანძრე მაშველი და ისევ ფუნქციონირებს საველე შტაბი. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს.

წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 10 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მომხდარს უკვე გამოძიება სწავლობს.