სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგმებისა და განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის განვითარების ხედვა სპორტულ წრეებსა და მედიის წარმომადგენლებს ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა წარუდგინა. სამომავლო პროექტების ძირითადი მიზანი საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაცია. პრეზენტაციას სპორტის მინისტრი და ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.