საწყლოსნო კომპლექსის გახსნა

„დინამო აკადემიას“ ახალი საწყლოსნო კომპლექსი გადაეცა.

სპორტული კომპლექსი ორ საცურაო აუზს და სპორტულ დარბაზს აერთიანებს. 3-დან 13 წლამდე ბავშვთა სავარჯიშო სპორტული პროგრამის შედგენაში, მოწვეული უცხოელი ექსპერტები და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია მონაწილეობდნენ.

პროგრამის განხორციელებასა და ვარჯიშებში საქართველოს წყალბურთელთა და მოცურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდების მოქმედი წევრები არიან ჩართული.