საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი

12:23, 08.03.2026

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში წვევამდელთა ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყო. კურსის განმავლობაში ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები, დანამატის სახით, ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.

მსგავსი