საწვავის ფასი

ნავთობიმპორტიორები მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში საწვავზე არარეალურ ფასს სთავაზობენ. ასეთია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ერთწლიანი კვლევის დასკვნა. აფბას ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე საწვავის ფასი ქვეყანაში თითქმის 19 %-მდე გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 10 %-ით იყო შემცირებული, ხოლო ლარი დოლართან მიმართებაში 8 %-ით გამყარებული. კვლევის შედეგებს არ ეთანხმება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი.