საწვავის ფასი გააპროტესტეს ოზურგეთში

ოზურგეთში მძღოლებმა საწვავის ფასი გააპროტესტეს. მოქალაქეთა ჯგუფმა სიმბოლურად ქალაქში ავტომსვლელობა გაბმული საყვირების ფონზე გამართა და შემდეგ ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ დროებითი ბლოკირება მოახდინა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საწვავის ფასი უკვე კატასტროფულად მაღალია და მისი ყოველდღიური ზრდა მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. აქციის მონაწილეები საწვავის ბიზნესში მყოფ კომპანიებს ფასების დარეგულირებას, ხელისუფლებას კი აღნიშნულ პროცესში მაქსიმალურ ადვოკატირებას სთხოვენ. „ვისოლის“ ადგილობრივ წარმომადგენლობაში, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დატოვე კომენტარი