საწვავის ფასი

21:33, 16.11.2018

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შესაძლოა საწვავზეც აისახოს.

ნავთობ-კომპანიები უახლოეს პერიოდში ბენზინის და დიზელის გაიაფებას აანონსებენ. ამ პროგნოზს ნავთობ-იმპორტიორები ეროვნული ვალუტის შედარებით დასტაბილურების გარდა მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე პროცესებითაც ხსნიან.

თუ ლარის გამყარება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია გაგრძელდება, სპეციალისტები საწვავის ფასის დაახლოებით 20 თეთრით შემცირებას ვარაუდობენ.

მსგავსი