საწვავი ოკუპირებული აფხაზეთისთვის – პოლიტიკური შეფასებები

12:15, 14.08.2026

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება. პარტია „გირჩი“ ფიქრობს, რომ მთავრობის კონტროლის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ საწვავის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნების“ განმარტებით, ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის სრული დაცვით მოხდა. ბრალდებებს, რომ საწვავი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი, უმრავლესობა სიცრუედ და დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობად აფასებს.

მსგავსი