საწვავი აფხაზეთისთვის – პოლიტიკური შეფასებები
რუსეთთან ფინანსურ გარიგებასა და აფხაზეთის საწვავით მომარაგებაში ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრების თქმით, ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საწვავი სეპარატისტულ საწარმო „აფხაზტოპს“ ჩააბარეს, რომლის 51 პროცენტს რუსული „როსნეფტი“ ფლობს. მათვე თქმით, კორუფციულ სქემაში დე ფაქტო რეჟიმის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნებიც არიან ჩართული. ბრალდებას „ქართულ ოცნებაში“ სიცრუეს უწოდებენ.