სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოველის საკვების ცხრა მწარმოებელი. შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 13 ცხოველის საკვების საწარმო და 233 ფერმა. ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. აღებულია 95 ნიმუში. არცერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა.
ამასთან, 2025 წლიდან, კონტროლის სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა აფლატოქსინი B1-ის კვლევა, რომლის ფარგლებში აღებული 60 ნიმუშიდან ერთი დარღვევა გამოვლინდა.