საწარმოების დაფინანსების პროექტი

პანდემიის ფონზე შეთავაზება სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი ბენეფიციარებს ბიზნესის დასაწყებად ან გასაფართოებლად ახალ შესაძლებლობებს უხსნის. შვიდი წლის წინ დაწყებული პროგრამა ორივე ტიპის საწარმოების გახსნის მსურველებს 40%-იანი გრანტით ეხმარება.

პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. დაფინანსების მიღების დროს სპეციალური პირობებით ისარგებლებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები.