სავიზო შეზღუდვები – გამოხმაურება
დიდ ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ხუთი პირისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების საპასუხოდ აცხადებენ, რომ ქვეყანა სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს და მისი დაცვის ერთგული რჩება. დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერის განცხადებით, ყველა ქვეყანას, მათ შორის ამერიკასაც აქვს უფლება დაადგინოს საკუთარი სავიზო წესები, თუმცა, მისივე თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს კანონებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც იმისთვის მუშაობენ, რომ ინტერნეტი ყველაზე მავნე კონტენტისგან გაათავისუფლონ.