საველე სწავლება „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში 

„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა. მე-15 ბატალიონმა პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად, საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. საველე სწავლება დამკვირვებლების მიერ დადებითად შეფასდა.