საველე პრაქტიკული სწავლება მუხროვანში

ექვსთვიანი ვადით გაწვეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს. სწავლება მუხროვანში მდინარის ფორსირების სხვადასხვა მეთოდსა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესწავლას მოიცავდა. სწავლების მიზანი კი სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება იყო. ცნობისთვის, 2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან.