საველე ოპერაციების შტაბი კახეთში
კახეთში, მარცვლეულის აღების პროცესში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სპეცტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოახდინა. ხანძრების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგი დრონების მეშვეობით განხორციელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ „112“-ს.