სავარაუდო დესტაბილიზაციის საფრთხე

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს დროს კითხვა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოსალოდნელ პროცესებზეც დაისვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართოს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, ყოფილ მმართველ პარტიას ამისი რესურსი არ გააჩნია.

მოსალოდნელი დესტაბილიზაციის და არეულობის თემა პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტიური განხილვის საგანია. ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებზე მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც მიანიშნებენ. ბრალდებას ადრესატები კონტრბრალდებით პასუხობენ.

დატოვე კომენტარი