სავალუტო რეზერვები - შეფასებები

ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა. 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ამ მაჩვენებელმა 5 მილიარდ 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა, რეზერვების შესავსებად 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარი იყიდა. რეზერვების საკითხზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახა, როგორც ლარის კურსზე, ისე რეზერვების შევსებაზე.