საქართველოს ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივები და რისკები, ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა – ამ თემებზე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მისიის ფარგლებში საკუთარი ანგარიში წარადგინა. აღნიშნა რომ საქართველოში შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. ამასთან ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა და საფინანსო სექტორიც ჯანსაღია. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებსა და შედეგებზე, რომელიც საქართველოს მიმდინარე წელს აქვს. მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და ის 6 პროცენტიდან, 7.2 პროცენტამდე გაზარდა. მისივე განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების გატარება, რათა შეინარჩუნოს მაღალი ზრდის ტემპი. ღონისძიებას საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ესწრებოდნენ.