სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადება

18:42, 06.11.2025

საქართველოში ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში არის გლობალური გაურკვევლობა და სავაჭრო დაძაბულობა, – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი. ენდრიუ ჯუველის თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წლისთვის 7.2 %-ით გაიზრდება. გასულ წელთან შედარებით ეს ნელი ზრდაა, თუმცა მაჩვენებელი  მდგრადია. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს სამიზნე მაჩვენებელს

მსგავსი