სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით – „საქართველო: 2026 წლის მეოთხე მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც, საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5 %-მდე აუმჯობესებს. „საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე. რეალური მშპ 2025 წელს 7.5 %-ით გაიზარდა და ძლიერი დარჩა 2026 წლის დასაწყისშიც, ხოლო ინფლაციამ, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და 2026 წლის აპრილში 5.9 %-ს მიაღწია. ფისკალური და საგარეო ბუფერები გამყარდა – რეზერვებმა სავალუტო ფონდის ადეკვატურობის ზღვარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35 %-ზე დაბლა შემცირდა“ – წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.