საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. 2024 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემების გათვალისწინებით, გლობალური ფინანსური ინსტიტუტის ვარაუდია, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლის ბოლომდე 7,2 პროცენტით გაიზრდება. ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ორი კვირის განმავლობაში იკვლევდა. გაუმჯობესებული პროგნოზის ძირითად ფაქტორებს შორის, გაძლიერებული ეკონომიკური აქტივობა, აღდგენილი ტურიზმი და დადებითი მაკროეკონომიკური პარამეტრები სახელდება. შიდა და გარე გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას და ქვეყნის საბანკო სისტემის მდგრადობას. გაიცა რამდენიმე რეკომენდაციაც, მათ შორის, მისია ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს სავალუტო რეზერვების შევსებაზე ზრუნვა აქტიურად განაგრძოს.