სავალუტო ფონდის ანგარიში
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობა საქართველოში დასრულებულია. მისიის მიერ გაკეთებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს და 2025 წელს ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7.3 %-იან ზრდას ელოდება. ხაზგასმულია, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა. სავალუტო ფონდი აღნიშნავს იმასაც, რომ ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში წინა წელთან შედარებით 4.8%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, თუმცა განმარტავენ, რომ მისი შემცირების მოლოდინები არსებობს.