სავალუტო ფონდის ანგარიში

18:36, 23.07.2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნა.

ფონდის დასკვნით, საქართველოს ეკონომიკა, მაღალი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, მნიშვნელოვანი მედეგობით გამოირჩეოდა. 2025 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ფონდის შეფასებით, რეზერვების დაგროვება ეროვნული ბანკის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მმართველობის მრავალი ინდიკატორით აღემატება სხვა ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელს, ბოლოდროინდელი უკუსვლა ხაზს უსვამს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერების და ქონებრივი დეკლარაციის რეფორმების ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

მსგავსი