სავალდებულო ტექდათვალიერება

გაზზე მომუშავე ავტომანქანებისთვის სავალდებულო შემოწმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა. ამ ტიპის მანქანებისთვის ტექნიკური შემოწმება პირველი იანვრიდან გახდა სავალდებულო, თუმცა მესხიშვილის შეფასებით, თბილისის მასშტაბით, მხოლოდ ორი მომსახურების ცენტრია და სახელმწიფო ვერ სთავაზობს მოქალაქეებს სერვისს.

მისივე თქმით, თხევად აირზე მომუშავე მანქანები ვერ ასწრებენ შემოწმებას, რის გამოც ავტომანქანის მფლობელები ტექდათვალიერების დროს ჯარიმდებიან. დავით მესხიშვილი გამოსავალს პროცესის გადავადებაში ხედავს. მისი თქმით, საჭიროა ქვედა და ზედა ზღვარის დაწესება გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ფასზე. დავით მესხიშვილმა ავტომანქანების ტექდათვალიერების ერთი წლის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს.