სავალდებულო დაზღვევის შედეგები

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, მას შემდეგ რაც მძიმე პირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო გახდა, კომპანიებმა დაახლოებით 150 ათასამდე თანამშრომელი დააზღვიეს.

ინფორმაცია პირველ არხს სადაზღვევო ასოციაციამ მიაწოდა. მათი მონაცემებით, თითოეული კომპანია დასაქმებულის დაზღვევაზე წელიწადში საშუალოდ 30-40 ლარს იხდის, რაც უბედური შემთხვევის შედეგად პირის დაშავების ან დაღუპვის შემთხვევაში, მინიმალური თანხის ანაზღაურებას ითვალისწინებს. დასაქმებულთა დაზღვევის პირობების გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლება მინიმალური პაკეტის შექმნაზე მუშაობს. პაკეტის პირობები სექტემბრისთვის მომზადდება, მანამდე კი, უკვე ცნობილია ძირითადი პრინციპები, რომლებითაც სადაზღვევო პროდუქტის ღირებულება დაიანგარიშება.

საკითხზე მარიამ აფციაურის სიუჟეტი დღეს არ გამოგრჩეთ „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში.