სავალდებულო დაზღვევა ავტომფლობელებისთვის 

21:48, 21.09.2026

ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება იგეგმება. ყველა ის მძღოლი, რომელიც ნებაყოფლობით სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობს, ვალდებული გახდება, მისი ბრალეულობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე საკუთარი პასუხისმგებლობა დააზღვიოს. სავალდებულო მინიმალური პაკეტის ფასი ჯერ არ განსაზღვრულა, თუმცა განიხილება თვიურად 30-მდე ლარის გადახდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავტომფლობელთა მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. მთავრობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

მსგავსი